ოთარ ჩრდილელი: ვიცი, ირინა სადაც არ უნდა იყოს იქ იქნება-სამართლიანობა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე დანიშნა.
ჩრდილელი იმერლიშვილს წარმატებებს უსურვებს.
“ცხოვრების ნარ-ეკლიან გზაზე იშვიათად გხვდება ადამიანი, რომელიც დინოზავრის ნაკვალევს ტოვებს, მისგან ბევრს სწავლობ და ისიც უანგაროდ გიზიარებს თავის ცოდნას. ჩემთვის ასეთი ირინა გახლავთ.
უდიდესი გამოცდილების, მრავალწახნაგოვანი გონების, უნიჭიერესი პიროვნების Irina Imerlishvili-ს გვერდით მუშაობა და მეგობრობა, ჩემთვის უდიდესი პატივი და კომფორტი იყო.
ვიცი, ირინა სადაც არ უნდა იყოს, იქ იქნება სამართლიანობა, პედანტიზმი, წესრიგი!!!
ერთადერთი გენერალი-ქალბატონი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა. მისი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ვიცი, რომ მას კოლექტივთან თუ კოლეგებთან არ დასჭირდება ხანგრძლივი ,,Team building,,-ის პროცესი…
ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ, ჭეშმარიტ პროფესიონალს…
P.S. Homo ornat locum, non locus hominem (ადამიანი ამშვენებს ადგილს და არა ადგილი-ადამიანს)”,- წერს ჩრდილელი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები