ირაკლი კობახიძე: ეს იყო პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივა

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე დანიშნა.
“ეს იყო პრეზიდენტის პრეროგატივა და მან თანამდებობაზე დანიშნა ის პირები, რომლებსაც  საჭიროდ მიიჩნევდა. ეს იყო მისი ექსკლუზიური პრეროგატივა”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები