ლაგოდეხისა და სენაკის საკრებულოების შუალედური არჩევნები 30 ოქტომბერს გაიმართება

ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები 30 ოქტომბერს გაიმართება.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღო.
ამავე სხდომაზე კომისიამ 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა.
აღნიშნული განკარგულების თანახმად, შუალედური არჩევნები გაიმართება: №15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის №15.15 ცოდნისკარის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქსა და №64 სენაკის საარჩევნო ოლქის №64.07 თეკლათის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები