იმერლიშვილი და კვერენჩხილაძე უფლებამოსილების შესრულებას 30 სექტემბრიდან შეუდგებიან

იმედი მაქვს, ოდნავ შერყეული ნდობა, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს, ახალი მოსამართლეების შემოსვლით აღდგება
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლეები ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე უფლებამოსილების შესრულებას ფიცის დადების შემდეგ, 30 სექტემბრიდან შეუდგებიან. აღნიშნულის შესახებ ირინა იმერლიშვილმა ბათუმში განაცხადა.
„უფლებამოსილებას ფიცის დადების შემდეგ შევუდგებით. ფიცის დადება მოხდება მას შემდეგ, რაც უფლებამოსილება დაუმთავრდებათ პრეზიდენტის კვოტით დანიშნულ მოსამართლეებს. ეს თარიღია 30 სექტემბერი. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ოდნავ შერყეული ნდობა, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს, ახალი მოსამართლეების შემოსვლით აღდგება და აღარ იქნება ტელევიზიებით მოსამართლეების საუბარი, ისინი ისაუბრებენ მხოლოდ დარბაზებში, გადაწყვეტილებების მიღებით“, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
გიორგი კვერენჩხილაძის თქმით კი, საკონსტიტუციო სასამართლომ ავტორიტეტის დაცვა ღირსეულად უნდა უზრუნველყოს.
„ყველამ ყველა ღონე უნდა მიმართოს იმისკენ, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ ღირსეულად უზრუნველყოს მისი კონსტიტუციის მიერ ფუნქციების განხორციელება და ავტორიტეტის დაცვა. ეს, პირველ რიგში, თავად სასამართლოს გადაწყვეტილებებში უნდა იყოს გამოხატული“, -აღნიშნა კვერენჩხილაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა. ახალი მოსამართლეები სამოსამართლეო საქმიანობას ათი წლის განმავლობაში აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები