კერიმ და ლავროვმა სირიის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სირიის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. სამშვიდობო გეგმა კონფლიქტის დეესკალაციასა და სიტუაციის მშვიდობიან დარეგულირებაზე გადასვლას ითვალისწინებს. შეთანხმების მიხედვით,  12 სექტემბრიდან  საბრძოლო მოქმედებები ყველა მხარემ უნდა შეწყვიტოს. სერგეი ლავროვის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 7 დღეს იმოქმედებს, რის შემდეგაც  ტერორისტებისა და ოპოზიციის გაყოფის სპეციალური ცენტრი შეიქმნება. სირიის მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ქვეყნის გარკვეულ რაიონებში ავიადარტყმებს აღარ განახორციელებს, ხოლო ოპოზიციის ძალები უნდა გამოეყონ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს „ნუსრას ფრონტს“ და „ისლამურ სახელმწიფოს“. მხარეები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზეც შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები