გიორგი კვირიკაშვილმა შს მინისტრს დაავალა, ყველაფერი გააკეთოს, პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, ყველაფერი გააკეთოს, რათა საარჩევნო პროცესში თავიდან იყოს აცილებული ყოველგვარი პროვოკაცია.
პრემიერმა არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრებთან და მათ მოადგილეებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
„მინდა, დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს, გამოიყენოს კანონით განსაზღვრული ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, რათა ფიზიკურად თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი დაპირისპირება; გააკეთოთ ყველა რესურსის მობილიზაცია ამ მიზნის მისაღწევად – ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს – უპირველეს ყოვლისა, თუ რაიმე ძალადობის რისკი არსებობს ოპოზიციის წარმომადგენლებთან მიმართებაში, მაგრამ ასეთივე ლეგიტიმური უფლება აქვს მმართველი ძალის წარმომადგენელს, რომ ისიც იყოს დაცული. მინდა, გავიმეორო, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ქვეყანაში წესრიგით, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით. თუ ვინმეს აქვს ინტერესი, რომ დღეს ეს სტაბილურობა შეინარჩუნოს, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები