რუსეთში ორგანიზაცია „გრინპისის“ ბანაკს თავს დაესხნენ

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ეკოლოგიური ორგანიზაცია „გრინპისის“ ბანაკს თავს დაესხნენ. ორგანიზაციის რამდენიმე წევრი ნაცემია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„გრინპისის“ ინფორმაციით, თავდასხმა მძინარე ადამიანებზე დაახლეობით ღამის პირველ საათზე მოხდა. მათ რვა შეიარაღებული ნიღბიანი პირი დაესხა თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავდამსხმელებმა ეკოლოგების ავტოტრანსპორტიც დააზიანეს.
თავდასხმის შედეგად ერთმა ადამიანმა ტვინის შერყევა მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„თავდამსხმელებმა გვითხრეს, რომ თუ დილამდე აქედან არ წავალთ, ჩვენს კვალს საერთოდ ვერავინ  მიაგნებს. მათ დაგვიჭრეს კარვები, მანქანებს დაუჭრეს საბურავები და კარვებში მყოფ ადამიანებს სცემეს“, – აცხადებენ „გრინპისის“ წარმომადგენლები.
ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურაში სააგენტო „ინტერფაქსს“ აცნობეს, რომ მიმდინარეობს ამ ფაქტის შემოწმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები