აშშ-მ, ჩინეთმა და ატომური ენერგიის სააგენტომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ბირთვული აფეთქება დაგმეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთმა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ბირთვული აფეთქება დაგმეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ფხენიანმა დღეს მეხუთე ბირთვული აფეთქების შესახებ განაცხადა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ფხენიანი ბირთვული იარაღის გამოცდის გამო „სერიოზულ შედეგებს“ მიიღებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ბირთვული აფეთქებების კატეგორიული წინააღმდეგია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ამ ფაქტს „საგანგაშო და სამწუხარო“ უწოდა. სამხრეთ კორეამ კი ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების ქმედებას „მანიაკალური უგუნურობა“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები