9 სექტემბერი

10:00
სასტუმრო “რედისონში“ არასამთავრობო ორგანიზაციები მათი საქმიანობის გამჭვირვალობის უპრეცედენტო ინიციატივას გააჟღერებენ. 18 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელს მოაწერს გამჭვირვალობის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც თითოეული მათგანი პასუხისმგებლობას იღებს პროაქტიულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია მათი მიზნების, დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების, განხორციელების ვადების, დონორების და დაფინანსების რაოდენობის შესახებ. საკონტაქტო პირი: ეთუნა ცოტნიაშვილი 599 51 22 15

10:30

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ვეტერანები და ჯანდაცვა – ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რამდენ ვეტერანს დაუფინანსდა სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00
“პირველის პრესკლუბში” “ქართული ოცნების” წევრი ლუკა კურტანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო პროცესები და მასში ჩართულობა; პოლიტიკური გეგმები და მიმდინარე აქტუალური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00

„მრეწველთა“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე „მრეწველების“ პოლიტიკურ გეგმებსა და დაჯგუფებაზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

11:30

“პირველის პრესკლუბში” “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” მთაწმინდის პირველი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: პოლიტიკური და პარტიული სიები, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში, რესპუბლიკელების ინიციატივა აშშ-ს ბაზების განთავსებაზე საქართველოში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, პარლამენტის დეპუტატი და საარჩევნო სიის წევრი თემურ ჭკუასელი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მაჟორიტარობიდან მოხსნასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს უპასუხებს. ასევე, ისაუბრებს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

11:30

„მარშალპრესის“ პრეს–კლუბში “დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გიორგი ახვლედიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: არჩევნები 2016, დავით უსუფაშვილის ინიციატივა – საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსება. მისამართი: მაჩაბლის 7, საკონტაქტო: 599261414

12:00
კინო სახლში, “დავით თარხან -მოურავი, ირმა ინაშვილი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფი, კორუფციისა და პროტექციონიზმის წინააღმდეგ ბრიფინგს გამართავს.

12:00
„მარშალპრესის“ პრეს–კლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ბრიფინგს გამართავს. თემა: არჩევნები 2016, სიები. მისამართი: მაჩაბლის 7, საკონტაქტო: 599261414

12:30
„მარშალპრესის“ პრეს–კლუბში „ილია ჭავჭავაძის სახელობის ფონდი“ ბრიფინგს გამართავს. თემა: 12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს მსვლელობა–მარათონი. მისამართი: მაჩაბლის 7, საკონტაქტო: 599261414

17:00
საქალაქო სასამართლოში ბეჟან გუნავას სასამართლო გაიმართება.

18:00
ქ.ბორჯომში, კულტურის სახლში, “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერები: დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი და ქ.ბორჯომის მაჟორიტარი დპუტატობის კანდიდატი ზურა ხაჩიძე მხარდამჭერებს შეხვდებიან და საარჩევნო პროგრამას გააცნობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები