ხათუნა სამნიძე: განსხვავებული აზრი, მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს ამ ქვეყანაში

“რესპუბლიკური პარტიისა” და თბილისის საკრებულოს ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ “რესპუბლიკელებთან” დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება და შესაბამის პოსტს ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
„კოალიციაში საკმაოდ კრიტიკულები ვიყავით. ეს ჩვენც ბევრჯერ გვითქვამს და პარტიის საჯარო განცხადებებშიც ჩანდა. ახლა დაგვიდასტურეს, განსხვავებული აზრის ატანა ასეთი შეხედულებების ადამიანებისთვის ტანჯვა რომ ყოფილა. თურმე, თან დესტრუქციულები ვიყავით, პრინციპულობის გამო და თან მრავალპარტიულობას არ ერჩის და კიდევ მთავარი: „ქართული ოცნების“ გარდა, სხვა პარტია მაინც არ არსებობს უკეთესი. დასკვნები თქვენთვის მომინდია. განსხვავებული აზრი მაინც და მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს ამ ქვეყანაში და იარსებებს!“- წერს სამნიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები