ბიძინა ივანიშვილი: “ლეიბორისტული მოძრაობა” “ნაციონალების” მიერაა დაქირავებული და ნაყიდი
სირცხვილია, რომ დღეს “ლეიბორისტულ პარტიას“ კიდევ უჭერენ მხარს”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
ექსპრემიერმა აღნიშნულ პარტიას “ნაციონალური მოძრაობისგან“ მართული უწოდა.
“რესპუბლიკური პარტია არ არის ის პარტია, რომელზეც ვიტყოდი რომ ამას მხარი არ დაუჭიროთ, არ გაბედოთ – მეთქი, როგორ ამას ვიტყოდი “ლეიბორისტულ პარტიაზე“. სირცხვილია, რომ დღეს “ლეიბორისტულ პარტიას“ კიდევ უჭერენ მხარს, ეს პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერაა დაქირავებული და ნაყიდი. გახსოვთ, როცა ჯაშუშებისგან ფულს იღებდა და ეს ტელევიზიით აჩვენეს? 5000 ათასს რომ ითხოვდა კიდევ. იმის შემდგომ “ნაციონალების სამსახურში “ არიან და იმას აკეთებინებენ, რაც სურთ. დღესაც “რუსთავი 2 “ აპიარებს, ფსევდოოპოზიცია მათი მოგონილია. სირცხვილია, რომ ნათელაშვილს დღეს კიდევ მხარი დაუჭიროთ“, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.