ნატო ონიანი ხაინდრავას ფილმზე: „ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ“ მიდგომა არ მოსულა?
ჟურნალისტი ნატო ონიანი რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმის – „ჰეროკრატიის“ გარშემო საზოგადოების მხრიდან ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
„გოგა ხაინდრავას ფილმზე „ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ“ მიდგომა არ მოსულა??? დავიღალე კომენტარების კითხვით თემაზე „არ ვნახავ, იმიტომ რომ…“ („ცისფერი მთები“ მახსენდება – „მე არ წავიკითხავ და სოსომ ძალიან კარგად იცის, რატომაც არ წავიკითხავ“) და ვინ შეგეხვეწათ? ვისაც უნდა ნახავს, ვისაც არა- გადართავს. ადამიანს აქვს არჩევნის უფლება. ისე, ხალხის შოკში ჩაგდებაზე მაშინაც რომ გეფიქრათ, როცა ეს ყველაფერი ყოველდღიურად ხდებოდა და ძალიან კარგად იცოდით, რომ ხდებოდა, უმჯობესი იქნებოდა. მაგრამ მაშინ კომენტარები ცოტა რთული იყო, ხომ??? კარგად მახსოვს, ფეისბუქზე სტატუსის დალაიქებას 20 ადამიანი რომ ბედავდა“, – წერს ნატო ონიანი სოციალურ ქსელში.