ედუარდ სნოუდენს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში შესაძლოა, რუსეთი დაეხმარა
ედუარდ სნოუდენს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში შესაძლოა, რუსეთი დაეხმარა, – ამის შესახებ განცხადება წარმომადგენლობით პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ როჯერსმა გააკეთა. “ის არ ეძებდა ამერიკელების პირადი საკუთრების შესახებ ინფორმაციას, არამედ იპარავდა ინფორმაციას, თუ როგორ ვაგროვებდით საზღვარგარეთ ცნობებს ამერიკელების უსაფრთხოებისთვის. ზოგიერთი რამ, რაც მან მოიმოქმედა, მის ტექნიკურ შესაძლებლობებს აღემატება. დარწმუნებული ვარ, არსებობს მიზეზი იმისა, რომ ის ბოლოს, მოსკოვში, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტის საყვარელ მკლავებში აღმოჩნდა. ვფიქრობ, ეს დარღვევა არ ყოფილა”, – განაცხადა მან. ვაშინგტონში ედუარდ სნოუდენს ბრალად ედება სამთავრობო საკუთრების მოპარვა, ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება და საიდუმლო ინფორმაციის განზრახ გამჟღავნება. თითოეული ბრალდება ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აშშ-ის მიერ ჯაშუშობაში ბრალდებულ ედუარდ სნოუდენს რუსეთმა პოლიტიკური თავშესაფარი გასული წლის აგვისტოში მისცა.