შოტლანდიაში „ზღვის დრაკონის“ ჩონჩხი აღმოაჩინეს
შოტლანდიელმა მეცნიერებმა „ზღვის დრაკონის“ ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელიც ზღვაში 170 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ის სქაის კუნძულზე იპოვეს. ეს არის დინოზავრების ეპოქის ზღვის რეპტილიის ყველაზე კარგად შემონახული ჩონჩხი და იქტიოზავრების სახეობას განეკუთვნება, რომელიც მილიონობით წლის წინ ზღვაში ბატონობდა, ისევე, როგორც დინოზავრები ხმელეთზე.
ცნობილი პალეონტოლოგი სტივ ბრიუსატი აცხადებს, რომ „ზღვის მონსტრები“ მართლაც არსებობდნენ მილიონობით წლის წინ.
„ისინი უფრო დიდები, საშიშები და საინტერესონი იყვნენ, ვიდრე ცნობილი მითიური ლოხ-ნესის ურჩხული, რომლის არსებობა უფრო ლეგენდაა, ვიდრე რეალობა“ ,- აცხადებს ბრიუსატი.