გიორგი კვირიკაშვილი: მინდა, დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ პროგრესის დინამიკა აუცილებლად შენარჩუნდება

მინდა, გამოვხატო კმაყოფილება, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მხრიდან იქნა აღირებული საქართველოს პროგრესი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტი შეაფასა.
”მათ შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ რეფორმების მიმდინარეობას და შედეგებს და პასუხები მიიღონ კითხვებზე მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო კმაყოფილება, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მხრიდან იქნა აღიარებული საქართველოს პროგრესი და მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ ამ პროგრესის დინამიკა აუცილებლად შენარჩუნდება და საქართველო დაუახლოვდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და მიაღწევს საბოლოო მიზანს – გახდება ნატოს სრულუფლებიანი წევრი. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შედეგები აუცილებლად ჰპოვებს ასახვას ნატოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში. ჩვენ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები