ზვიად ძიძიგური: არაფრით არ შეიძლება პოლიციელები მძიმე მორალურ მდგომარეობაში ჩავაყენოთ

“არაფრით არ შეიძლება პოლიციელები მძიმე მორალურ მდგომარეობაში ჩავაყენოთ”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ზვიად ძიძიგური შს მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას.

ძიძიგური მინისტრის პოზიციას იზიარებს და მიიჩნევს, რომ ერთეული შემთხვევის გამო, პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფა საზოგადოებამ არ უნდა მიაყენოს. მისივე თქმით, არ უნდა მოხდეს ინსტიტუციის დისკრედიტაცია.

„შს სამინისტროს სისტემაში ათობით ასეული პოლიციელია, არაფრით არ შეიძლება პოლიციელები ჩავაყენოთ მძიმე მორალურ მდგომარეობაში და შს სამინისტროს მთლიანი დისკრედიტაცია დავიწყოთ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შს მინისტრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, იგი დაიცავს ყველა მართალ პოლიციელს და არ დაუშვებს, რომ ერთეული შემთხვევების გამო, პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, მოხდეს კეთილსინდისერი სამართალდამცველების დემოტივაცია, რაც, მისი აზრით, პირდაპირპროპორციულად აისახება უსაფრთოხების ხარისხზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები