პრემიერ-მინისტრი: მთავრობა აკეთებს ყველაფერს ნატოში გაწევრიანებისთვის

„ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნება და მთავრობა აკეთებს ყველაფერს ამ არჩევანის განხორციელებისთვის.“ აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „რედისონში“, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გააკეთა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული შეხვედრა ნატოს ვარშავის სამიტზე დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროცესის ნაწილია, რომელიც პრემიერის თქმით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ქვეყნის გაწევრიანებისთვის მომზადებას ისახავს მიზნად.
„ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნება და მთავრობა აკეთებს ყველაფერს ამ არჩევანის განხორცილებისთვის. დღეისათვის ჩვენს რეგიონში და ზოგადად, ევროატლანტიკურ არეალში შექმნილია საკმაოდ რთული უსაფრთხოების გარემო. გამოწვევები, რომლებიც დღეს დგას ჩვენს წინაშე, არის ასიმეტრიული ხასიათის და მოითხოვს ახლებურ მიდგომას. ამ კონტექსტში ნატოს, როგორც ყველაზე წარმატებულ , განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება.
ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ამ ეტაპზე არის უაღრესად დინამიური, ალიანსი აქტიურად არის ჩართული საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. უკანასკნელ პერიოდში ჩვენ ალიანსთან ერთად, განვახორციელეთ ნატო-საქართველოს ორი ძალზე წარმატებული პროექტი – წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და თავდაცვის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის სკოლა“, -განაცხადა კვირიკაშვილმა და ნატოს წევრ ქვეყნებს ერთობლივი პროექტების განხორცილებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც კვირიკაშვლმა განაცხადა, საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, ღირსეული წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში.
„ნატოს ვარშავის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი პროექტების შესახებ და დღეს ვიმსჯელებთ ამ პროექტების განხორციელების გზებზე. ქართული მხარე ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ, ნატოში ბოლო დროს დაწყებულ სტრატეგიულ დისკუსიაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შავი ზღვის რეგიონი და საქართველო არის ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი და შესაბამისად, ევროპული უსაფრთხოება წარმოუდგენელია ამ რეგიონში სტაბილურობის გარეშე. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, აქტიურად მონაწილეობს ნატოს სამხედრო მისიებში და ღირსეული წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში.
საქართველო გააგრძელებს მის ხელთ არსებული პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს და დააჩქაროს პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის საბოლოო გაწევრიანების შესახებ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები