მანანა კობახიძე შს მინისტრის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მღებრიშვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკა უსაფუძვლოა.
,,ის, რომ პოლიციელის საქმიანობა ნამდვილად უნდა იყოს დაფასებული და პოლიციელის მუნდირი დაცული, ეს ცხადია. არ შეიძლება ამ პროფესიის დისკრედიტაცია . ეს ყველაფერი ახლავს იმას, რომ დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი, რომ ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა თუ სხვა ტიპის დანაშაული, უნდა იყოს სწრაფად გამოვლენილი. პოლიციელი ვალდებულია დროულად აღკვეთოს დანაშაული და ჩვენ გვჭირდება ეფექტური პოლიციელი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს მაღალ დონეზე. ამაზეა საუბარი, მე არ ვიცი, რატომ აკრიტიკებენ შინაგან საქმეთა მინისტრს, რა არ მოეწონათ?“-განაცხადა მანანა კობახიძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ კრიმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას “რესპუბლიკელი” დეპუტატი თამარ კორძაია არაადეკვატურს უწოდებს. როგორც კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრი არა პოლიციელების მუნდირის, არამედ ხალხის დაცვაზე უნდა საუბრობდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები