ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დაიწყო

 სასტუმრო „რედისონში“ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დაიწყო. სხდომას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობენ.
ნატოს გენერალური მდივანი და ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს დღეს ეწვია. იენს სტოლტენბერგი ეროპორტიდან მტავრობის ადმინბისტრაციაში გაემართა, სადაც   საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში 8 სექტემბერს ნატოს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სტუდენტების კითხვებს უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები