ვახტანგ კაპანაძე : ნატოს დელეგაციასთან განხილული იქნება საქართველოსა და რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარება

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი კარგი დადასტურებაა ალიანსთან მიმართებაში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების მხარდაჭერისა“, – ამის შესახებ გენერალური შტაბის უფროსმა, ვახტან კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძემ ვიზიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე იქნება განხილული საქართველოსა და მთლიანად რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარება.
„ განხილული იქნება საფრთხეები, სამხედრო კუთხით საუბარი იქნება იმაზე, თუ რას ვაკეთებთ იმ გეგმის გათვალისწინებით, რომელიც გაგვაჩნია, განვიხილავთ ახალ ინიციატივებს.
ბევრი სფეროა, სადაც შეიძლება თანამშრომლობა, ეს ეხება შავი ზღვის მიმართულებასაც, რომელიც მნიშვნელოვანია მთლიანად რეგიონისთვის“, – განაცხადა კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები