ანა დოლიძე: პლენარული სხდომის ჩაშლა იმაზე მეტყველებს თუ რა დამოკიდებულება აქვთ პოლიტიკურ ძალებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ

უზენაესი სასამარლოს მოსმართლეების არჩევასთან დაკავშირებით პლენარული სხდომის ჩაშლა იმაზე მეტყველებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ პოლიტიკურ ძალებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
,,უკვე მეექვსედ ჩაიშალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი პარლამენტში. ეს მეტყველებს იმ პოლიტიკური ძალების დამოკიდებულებაზე სასამართლო ხელისუფლების მიმართ, რომლებიც წარმოდგენილი არიან პარლამენტში. ასეთია მათ დამოკიდებულება საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ელოდებიან სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მოსამართლეობის კანდიდატების – ლევან ბოძაშვილისთვის, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, თუმცა პლენარული სესია ქვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები