გიორგი კვირიკაშვილი იენს სტოლტენბერგს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად სასტუმრო „რედისონში“ გაემგზავრება, სადაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას გახსნიან.
ალიანსის გენერალური მდივანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 საათზე ჩამოვიდა, საიდანაც მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრა. პრემიერთან ადიენცია მისი პირველი შეხვედრაა, რომელსაც სტოლტენბერგი თბილისში ვიზიტის ფარგლებში მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები