მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა

მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. რეგისტრაცია 30-მა დეპუტატმა გაიარა, ქვორუმისთვის კი 76 დეპუტატის ყოფნა იყო საჭირო დარბაზში.
ფაქტის გამო, უსუფაშვილმა ამომრჩეველს და ქუთაისში ჩასულ პირებს ბოდიში მოუხადა.
“პარლამენტში გვესწრებიან პრეზიდენტის მიერ ეზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი კანდიდატები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ჩვენ გვესწრება ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რომელიც მზად იყო, გამოეტანა სარატიფიკაციო დოკუმენტები სასესხო შეთანხმების თაობაზე. მინდა მათ ბოდიში მოვუხადო პარლამენტის სახელით, ჩემი კოლეგების სახელით. დღეს ჩვენ ვერ შევძლებთ სხდომის ჩატარებას. ბოდიშს ვუხდი მოსახლეობასაც, ამომრჩეველს, რადგან ამ დროის მდგომარეობით პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც უნდა იყოს შრომისუნარიანი და შემძლე იმისა, რომ აკეთოს თავისი საქმე.
მადლობას მოვახსენებ ყველა კოლეგას, რომელიც აქ ბრძანდება – რომ არანაკლებ დაძაბული გრაფიკისა, აქ მობრძანება შესძელით. მეორეს მხრივ, არჩევნებს თავისი კორექტივები შეაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის პარლამენტის ცხოვრებაში, თუმცა მინდა ვისურვო, რომ მომავალი პარლამენტი, რომელსაც 8 ოქტომბერს ავირჩევთ, შესძლებს იმას, რომ პირველი დღიდან ბოლო დღემდე ღირსეულად ატაროს დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ჰქვია და მოქალაქეებს ოდნავაც არ გაუჩინოს განცხდა იმისა, რომ მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრები ვერ ახერხებენ ფუნციების შესრულებას. ვიცი ჩვენი რამდენიმე კოლეგა, რომელიც სამწუხარო მიზეზების გამო ვერ გვესწრება. როგორც ყოველთვის, არის გარკვეული გამონაკლისები, თუმცა დღეს ალბათ ცოტა უფრო კარგად უნდა წარვმსდგარიყავით ერთმანეთისა და საზოგადოების შინაშე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პლენარული სხდომის გამართვის შემთხვევაში, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებისთვის უნდა ეყარა კენჭი. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ლევან ბოძაშვილს, ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი გუშინ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები