დავით ბაქრაძე: ქართული მხარე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გააცნობს იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც საქართველოს გააჩნია

“ქართული მხარე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გააცნობს იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც საქართველოს გააჩნია, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის შექმნილ წინასაარჩევნო გარემოს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი მნიშვნელოვანი დადასტურებაა იმ ინტერესისა და მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან გააჩნია.
„ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განიხილება ის კონკრეტული შედეგები, რომელიც ჩვენ მივიღეთ ვარშავის სამიტზე, განვიხილავთ იმ თავდაცვის სისტემების გაძლიერების მექანიზმებს, რომელიც შეთანხმდა ვარშავის სამიტზე. ასევე განხილული იქნება სტრატეგიული კომუნიკაციების მექანიზმები, რომელიც ვარშავის სამიტზე შევათანხმეთ. ვისაუბრებთ საქართველოს მისწრაფებაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რომელსაც ვახორციელებთ ძირითადი ინსტრუმენტებით. ჩვენ გაგვაჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საქართველო მოემზადოს ევროპისთვის, ეს არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წლიური ეროვნული პროგრამა.
შეხვედრებიდან გამომდინარე, რომელიც იგეგმება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ინფორმირებული იქნება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე“, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები