ანა დოლიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერისთვის, საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს მადლობა გადაუხადა.
“მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს, რომ ისინი სახელმწიფოებრივად და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ საკითხს და მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ჩვენს მიერ წარმოდგენილ სამ კანდიდატურას. აქვე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობაც ასევე სახელმწიფოებრივად მოეკიდება ამ საკითხს და მემკვიდრეობად დატოვებს იმას, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემატებს სამ კვალიფიციურ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ იურისტს”, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან, სხდომის დასრულების შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, ლევან ბოძაშვილს, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. მოსამართლეობის კანდიდატმა, ლევან ბოძაშვილმა სხდომაზე შვიდი დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილს ხუთ-ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მოსამართლეობის კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები