6 სექტემბერი

10:30
ეკონომისტი, „2030“-ის წევრი მიშა დუნდუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ეროვნული ვალუტა და მიმდინარე ეკონომიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00
საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30
საქართველოს პარლამენტის წევრი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბეში ზაზა პაპუაშვილი მიმდინარე საარჩევნო და სხვა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

12:00
რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ოფისში გაიმართება კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტთა წილისყრა და გადაწყდება ის რიგითობა, რომლითაც პარტიები რეგიონული ტელევიზიების ეთერში გამართულ წინასაარჩევნო ტელედებატებში მიიღებენ მონაწილეობას. მის: ლეონიძის 11ა.
12:00
“მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში შედგება 7 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა. პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანია საქართველოს მოსახლეობას წარუდგენს: ავჭალის №20 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატს, ჟურნალისტსა და იურისტს ელზა ჯმუხაძეს და 6 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ქალაქ ბათუმში, ქალაქ რუსთავში, ქალაქ მცხეთაში, მარტვილში, ბორჯომისა და თერჯოლის საარჩევლო ოლქებში. მისამართი: თბილისი, ი.ხვიჩიას 17. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
15:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-17 საერთაშორისო ლექსიკოგრაფიული კონგრესი გაიხსნება. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

10:30
“პირველის პრესკლუბში” “თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ცაგარეიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
“პირველის პრესკლუბში” ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის “აფბა” ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: “ნაციონალური მოძრაობის” პროგრამის ანალიზი დასაქმების ნაწილში; “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელმაც დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 9 წელიწადში 90,000–ით შეამცირა, 4 წელიწადში 130,000–ით გაზრდას გვპირდება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

18:00
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის მე-20 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე, მოსახლეობასთან პირველ შეხვედრას გამართავს.
მისამართი: ქ.თბილისი. გლდანის ა მიკრო-რაიონი. ფ. მოსულიშვილის ქუჩა. 136-2 საჯარო სკოლის მიმდებარე სკვერი.
საკონტაქტო პირი: ქეთევან ლომაია 5 99 508355

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები