ისლამისტი ტერორისტები სოჭში ტერაქტების ორგანიზებით იმუქრებიან

  ისლამისტი ტერორისტები სოჭში ტერაქტების ორგანიზებით იმუქრებიან. ვიდეომიმართვა ერაყული ტერორისტული დაჯგუფების “ანსარ ალ სუნას” წევრებმა გაავრცელეს.
ამავე დაჯგუფების წევრები ვოლგოგრადში დეკემბერში მომხდარ ორ აფეთქებაზე პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვოლგოგრადში აფეთქებები ვინმე სულეიმანმა და აბდურახმანმა მოაწყვეს, თუმცა გვარები მითითებული არ არის.
ვიდეორგოლში ჩანს კადრებიც, თუ როგორ ამზადებენ უცნობი ადამიანები ასაფეთქებელ მოწყობილობას, შემდეგ კი მანქანით გადაადგილდებიან.
შეგახსენებთ, 2013 წლის დეკემბერში ვოლგოგრადში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, 34 ადამიანი დაიღუპა, 70 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები