5 სექტემბერი

 თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შორენა ბუხრაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: გამწვანების კუთხით თბილისში არსებული ვითარება; რას უკავშირდება „დემოკრატიული მოძრაობის“ 3 წევრის მხრიდან პარტიის დატოვება და ფრაქციის დაშლა; საარჩევნო გარემო და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00
გენერალი, ვეტერანთა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე მიმდინარე საარჩევნო თემებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ასევე ისაუბრებს ზღვაში დაკარგულ ჯარისკაცებზეც.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00
“პირველის პრესკლუბში” “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” ნაძალადევის 18-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: უბლოკო სტატუსი (დაგეგმილი ბრიფინგი პარტიის ოფისში), საარჩევნო პროგრამა და დაპირებები; საარჩევნო გარემო და სხვა მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
“პირველის პრესკლუბში” “ქალთა პარტიის” ლიდერი ხათუნა მაჭავარიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო ბლოკი, პარტიის მიზნები და მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები