აბაშაში შიდა გზების მოწესრიგება დაიწყება
აბაშის მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პირველ ეტაპზე 1 150 230 ლარს მიიღებს, რომელსაც 4 პროექტის განსახორციელებლად დახარჯავს. აღნიშნული თანხით, ძირითადად, ქალაქის შიდა გზები მოწესრიგდება.
გამოყოფილი თანხით დაფინანსებულია შემდეგი პროექტები: ნორიოს თემის სოფელ განათლებისკარის ცენტრიდან სოფელ ძველი აბაშის მიმართულებით არსებული გზის მოწყობა ასფალტობეტონით – სიგრძით 2500მ, სიგანე 5 მ, ქალაქ აბაშაში ნინოშვილის ქუჩიდან სოფელ ნაესაკოვოს ცენტრთან მისასვლელი გზის მოწყობა ასფალტობეტონით – სიგრძით 2500მ, ქალაქ აბაშაში მშვიდობის ქუჩიდან სოფელ გეზათის მიმართულებით არსებული გზის მოწყობა ასფალტობეტონის საფარით – სიგრძით 600 მ, ქალაქ აბაშაში დ. კაჭარავას ქუჩის მეორე შესახვევის მოწყობა ასფალტობეტონის საფარით – სიგრძით 1200 მ, სიგანე 5 მ.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.