ტრამპმა კლინტონს რეიტინგით პირველად გაასწრო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური პარტიიდან“,  დონალდ ტრამპმა „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს რეიტინგით პირველად გაასწრო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერის“ და კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევები მეტყველებს. გამოკითხვის მიხედვით,  ტრამპს ამომრჩეველთა 40% უჭერს მხარს, ხოლო კლინტონს – 39%.
გამოკითხვა  26 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე 50 შტატში ჩატარდა.
წინა კვლევის მიხედვით, რომელიც ერთი თვის წინ გაიმართა, კლინტონი ტრამპს 8%-ით უსწრებდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ტრამპის პოპულარობა მისი შიდაპარტიული მხარდაჭერის პარალელურად იზრდება. ორი კვირის განმავლობაში „რესპუბლიკელებს“ შორის მისმა ნდობის დონემ ექვსი პროცენტით აიწია და ამჟამად 78%-ს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები