ჟანა ფრისკე სიმსივნეს ებრძვის
ცნობილი მომღერალი ჟანა ფრისკე უკვე რამდენიმე თვეა სიმსივნეს ებრძვის, თავდაპირველად ეს ინფორმაცია პრესაში ჭორის დონეზე გავრცელდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია ახლახანს მისმა მეუღლემ დაადასტურა. ინფორმაციას ასევე მომღერლის პრესსამსახურიც ადასტურებს.
“ჩვენს ოჯახს განსაცდელი დაატყდა თავს ჟანა სიმსივნით არის ავად და ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მისთვის და არც ერთი წუთით არ ვკარგავთ რწმენას”- განაცხადა მომღერლის მეუღლემ.
ჟანა ფრისკეს მეუღლემ, მომღერლის ყველა მსმენელს თანადგომა და მისი მეუღლის ჯანმრთელობისთვის ლოცვა სთხოვა.
ჟანა ფრისკეს და მის მეუღლეს 2013 წლის აპრილში პირველი შვილი გაუჩნდათ, რომელსაც პლატონი დაარქვეს.