2 სექტემბერი

10:30
უფლებადამცველი და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

10:30
“პირველის პრესკლუბში” მოსკოვიდან დაბრუნებული “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თემა: რუსეთში ვიზიტის კონკრეტული შედეგები, სასიხარულო სიახლე ქართველი ახალგაზრდებისთვის. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00
“პირველის პრესკლუბში” “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო ნომერი, საარჩევნო გარემო, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები და სხვა მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00
თბილისის მერიასთან “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამირან გიგუაშვილი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად გამართავს აქციას სახელწოდებით “ჩეჩმა თბილისის მერს”.

11:00

საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საარჩევნო კამპანია და საარჩევნო გარემო; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები; „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრების მხრიდან პარტიის დატოვება; „მთის კანონის“ ამოქედება; ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასება. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე ღვთისშვილთა კავშირს ეწვევა და იმ შშმ პირებს მოინახულებს, ვინც ადგილზე სტაჟირებას იწყებს. გაფორმდება მემორანდუმი სოციალური მომსახურების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ღვთისშვილთა კავშირს“ შორის. მისამართი: კონსტიტუციის ქ. 2. ( ყოფილ კანისა და ვენ-სნეულებათა დისპანსერთან)

11:30
“პირველის პრესკლუბში” “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკოლოზ (კოკა) ფრუიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო გარემო და გეგმები, დემურ სტურუას საქმე, ნარკოპოლიტიკა, ჯანდაცვა და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30
“დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და მოჟარიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა ბარამიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ასევე, ისაუბრებს „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრების მიერ პარტიის დატოვებაზე. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

16:00
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სათათბირო ოთახი

18:30
ქეთევან დედოფლის N8-ში (ე.წ. მიმინოს სკვერი) “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი გოგილაშვილთან ერთად ისნის ორგანიზაციის რაიონულ ოფისს გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. საკონტაქტო პირი: ინგა სამხარაძე 593 32 99 91

19:00
ალექსანდროვის ბაღში მთაწმინდის საღამოები “მთაწმინდის საღამოები სალომე ზურაბიშვილთან ერთად!”ოფიციალურად გაიხსნება. მის: „ალექსანდროვის“ ქვედა ბაღი.

 19:00
ვაზისუბნის მე-2 მკ/რ, #5 კორპუსის წინ, სუპერმარკეტ “სმარტის” შენობასთან მიმდებარე სკვერში; გაიმართება მოსახლეობის შეხვედრა პროფკავშირების დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი პეტრიაშვილთან საკონტაქტო ინფორმაცია: 577 141 141

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები