ბიძინა ივანიშვილი: ბურჭულაძე მგონი აღარ ცრუობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობისგან“ იყო მართული

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს. როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ახალ პროექტში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“-სტუმრობისას განაცხადა, ძირითად კონკურენტად მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იკვეთება.
„ქართულ ოცნებას“ სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს. ჩემდა გასაოცრად, ძირითად კონკურენტად მაინც იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთა. ეს ახალი რაც შექმნეს, სადაც არის ვაშაძე, კუბლაშვილი და ა.შ. იქვე შევიდა პაატა ბურჭულაძეც.
მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ეს გახლავთ, სადაც სააკაშვილმა ძირითადი ძალები გააერთიანა. ბურჭულაძე და მისი განცხადებები გაიხსენეთ, მთლიანად ემთხვეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს. მიშა მაჭავარიანი და მისი ძმა ულაგებდნენ მას მთელ სტრუქტურას.
როდესაც მეკითხებოდნენ ბურჭულაძეზე, ყოველთვის ვამბობდი, რომ არ იცრუოს და ახლა მივიდა იქ, საიდანაც წამოვიდა. დღეს მგონი აღარ ცრუობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობისგან“ იყო მართული. ისინი ულაგებდნენ ყველაფერს და მათგან მოვიდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები