ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკური პროცესიდან არავითარი პირადი ინტერესები არ გამაჩნია

მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს პასუხისმგებლობის განცდა და გრძნობა იმისა, რომ რაც შემიძლია ვიზრუნო ჩემს ქვეყანაზე , – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS“-ის ახალ პროექტში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, მას საპარლამენტო არჩევნებში არც პოლიტიკური და არც პირადი ინტერესები არ გააჩნია. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული სატელევიზიო ფორმატით მას სურს, მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
“არავითარი პირადი ინტერესი და თანამდებობრივი ამბიცია არ მაქვს. ეს ჩემი ქმედებით დავამტკიცე. მე არც ბიზნესი მაქვს საქართველოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არ მაქვს არანაირი პირადი ინტერესი და ეს სირცხვილი არ არის. ამ შემთხვევაში, როგორც მოქალაქეს – ივანიშვილს, ამ პოლიტიკური პროცესიდან და საერთოდ არც მომავალში, არანაირი ინტერესი არ გამაჩნია. მე პირადულიდან გათავისუფლებული ვარ და ამ ფორმატით მინდა, რომ ფასი მივცე ჩემს პოზიციას. მთავარი მიზანი ჩემი ქვეყანაა. საოცრად მიყვარს ჩემი ქვეყანა, როგორც ყველა ქართველს. მე ასე მგონია, ჩვენ განსაკუთრებულად გვიყვარს ჩვენი სამშობლო, თუმცა არავის ვაკნინებ, სხვა ქვეყნის შვილებსაც ასეთი წარმოდგენა აქვთ თავის სამშობლოზე. მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს პასუხისგმებლობის განცდა და გრძნობა იმისა, რომ რაც შემიძლია ვიზრუნო ჩემს ქვეყანაზე,. ჩვენი საერთო ქვეყანა იყოს ისეთი, რომ მეც, თქვენს შვილებსაც და ყველა მოქალაქეს თანაბარი პირობები გვქონდეს და ეცხოვრებოდეთ საკუთარ ქვეყანაში. აი , ეს არის ჩემი პირადი ინტერესი. ამაზე ნაკლები პირადული ინტერესი, ჩემი აზრით, არც ერთ მოქალაქეს არ უნდა გააჩნდეს. მე არ აქვს დამატებითი პირადული ინტერესი, შეიძლება ასეც ითქვას, გარდა იმისა, რომ საერთო ქვეყანა იყოს კარგი. კიდევ შევახსენებ საზოგადოებას, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ საკმაოდ კარგი მენეჯმენტი ვაჩვენე , რომ პროიცესი ჩემგან მართული არ ყოფილიყო“,-განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები