ლევან იზორია თინა ხიდაშელის განცხადებას პასუხობს: როცა ჯარისკაცის უსაფრთხოებაზეა საუბარი, ამას საზოგადოებას ყოველთვის ღიად ვეტყვი

ლევან იზორიას განცხადებით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ისევე, როგორც ყველა, ჯარისკაცების უსაფრთხოებით უნდა იყოს დაინტერესებული და არა მისი განცხადების კრიტიკით.
“ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ყველას გვაქვს. ამ დიდი ოჯახის წევრების ვალდებულებაა, ეს საკითხი პოლიტიკური კინკლაობის თემად კი არ ვაქციოთ, არამედ ერთმანეთს მოსაზრებები გავუზიაროთ და თუ ხარვეზი გვაქვს, ერთმანეთს მისი გამოსწორება მოვთხოვოთ. მე არსად არ მითქვამს ჯარისკაცების მასობრივ დანაშაულზე. ვთქვი, რომ სერიოზული დანაშაული იკვეთება, როცა ჯარისკაცის უსაფრთხოებაზეა საუბარი, ამას საზოგადოებას ყოველთვის ღიად ვეტყვი”, – განაცხადა ლევან იზორიამ 2030-ის ეთერში.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ლევან იზორია ჯარისკაცების დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში თავდაცვის მინისტრმა გონიოს ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში სერტიფიცირებული ინსტრუქტორები არ არსებობენ და წლების განმავლობაში მყვინთავ მებრძოლთა წვრთნებისთვის საჭირო პროცედურები გაწერილი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები