1 სექტემბერი

09:00
NEW
მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.
10:30
“პირველის პრესკლუბში” “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო გარემო, არჩევნებში მონაწილე პარტიები და მათი დაპირებები; სხვა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
“პირველის პრესკლუბში” დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი პროფკავშირებიდან, ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონის №8 მაჟორიტარული საარევნო საარჩევნო ოლქიდან – ირაკლი პეტრიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: არათანაბარი და არაკონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო გარემო დამოუკიდებელი უპარტიო მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30
“პირველის პრესკლუბში” “სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები; საარჩევნო გარემო და გეგმები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30
საქართველოს პარლამენტის წევრი, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი თამარ კორძაია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ თემებზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართლიანობა და განვითარება” წარმომადგენლები, ადვოკატები: ივანე მეფარიშვილი და ერასტი ჯაკობია, ქ.ბათუმში. საკონსტუციო სასამართლოს შენობასთან ბრიფინგს გამართავენ. თემა: საკონსტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები. საკონტაქტო პირი: ივანე მეფარიშვილი 574641717
12:00
ეივონ (AVON) კოსმეტიკს საქართველოს დირექტორი, სერგეი ოსადჩი და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი ალექსი ხოროშვილი ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მისამართი: ჭავჭავაძის 74, ლიბერთი ბანკი
12:00
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დიდუბის №16 ოლქის მააჟორიტარობის კანდიდატის, ილია წულაიას საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნება. გახსნას “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ნინო გოგუაძე, მარიამ ჯაში,მამუკა მდინარაძე და კობა კობალაძე დაესწრებიან. მისამართი: დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, კორპუსი 5ა. საკონტაქტო პირი: მეგი ალანია 591 311 244.
14:00
NEW
ი. აბაშიძის №47-ში, “ირაკლი ალასანია -თავისუფალი დემოკრატების” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე ვაკის რაიონული ორგანიზაციის ოფისს ოფიციალურად გახსნის. საკონტაქტო პირი: ინგა სამხარაძე 593 32 99 91

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები