იტალიაში კვლავ მიწისძვრა მოხდა

იტალიის ქალაქ პერუჯას მახლობლად კვლავ მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ 3,8 შეადგინა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში 24 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად 268 ადამიანი დაიღუპა და 387 დაშავდა. იტალიის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 24 აგვისტოს შემდეგ იტალიაში 3 ათასამდე მიწისქვეშა ბიძგი, ე.წ. აფთერშოკი დაფიქსირდა. აქედან 12 მიწისძვრა 4 მაგნიტუდაზე ძლიერი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები