ლიბანში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ლიბანში, ბეკაას ველზე მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ოთხი დაიჭრა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ბომბი გზის სიახლოვეს აფეთქდა. დაღუპული ქალია. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ლიბანში ბოლო დროს რამდენიმე ტერაქტი მოხდა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა სირიის საზღვრის სიახლოვეს შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები