მთავრობის მოწვევით, საქართველოში ეუთოს ოფისის სადამკვირვებლო მისია იმუშავებს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა ოფიციალურად გახსნა სადამკვირვებლო მისია 8 ოქტომბერს საქართველოში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
მისიის გახსნას წინ უძღვოდა საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მიწვევა. მისია, რომელსაც ელჩი ალექსანდრე კელჩევსკი უხელმძღვანელებს, დაკომპლექტებულია 12 ექსპერტისგან შემდგარი ძირითადი გუნდისგან, რომელიც თბილისში განახორციელებს თავის საქმიანობას, და 26 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან, რომლებიც ჯგუფურად იმუშავებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
არჩევნების დღეს მონიტორინგის ჩასატარებლად დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი დამატებით მოიწვევს 350 მოკლევადიან დამკვირვებელს.
ექსპერტები და დამკვირვებლები მოწვეულნი იქნებიან ეუთოს 18 მონაწილე ქვეყნიდან. მისია შეაფასებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაბამისობას ეუთოს დებულებებსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებსა და ვალდებულებებთან, რომლებიც დაკავშირებულია დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან, ასევე შეფასდება ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.
დამკვირვებლები თვალ-ყურს გაადევნებენ კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიებს, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა შესაბამისი სახელისუფლებლო ორგანოების საქმიანობას, საკანონდებლო ბაზის მოთხოვნების შესრულებასა და არჩევნებთან დაკავშირებული დავების გადაჭრის პროცესს.
მონიტორინგის ფარგლებში მისია ასევე გაადევნებს თვალ-ყურს წინასაარჩევნო პერიოდის/არჩევნების გაშუქებას მედიასაშუალებებში. დაკვირვების პროცესში მისიის წარმომადგენლები შეხვდებიან შესაბამისი სახელისუფლებლო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს.
არჩევნების დღეს დამკვირვებლები განახორციელებენ საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, დათვლისა და ტაბულაციის მონიტორინგს. არჩევნების დღისთვის მისია გეგმავს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროპარლამენტსა და სხვა საპარლამენტო პარტნიორებთან თანამშრომლობით ერთობლივი საქმიანობის განხორციელებას. განცხადება წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ გამოქვეყნდება არჩევნების მეორე დღეს. საბოლოო ანგარიში მთლიან წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვების შესახებ, რეკომენდაციების ჩათვლით, გამოქვეყნდება, საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ორ თვეში.
http://l.facebook.com/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები