მამუკა არეშიძე „პატრიოტთა ალიანსის” სახელით თეთრიწყაროში კენჭს იყრის

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე 2016 წლის არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსიდან“ მაჟორიტარად კენჭს თეთრიწყაროს რაიონში იყრის.
მამუკა არეშიძე ამბობს, რომ შეთავაზება სამი დღის წინ „პატრიოტთა ალიანსისგან“ მიიღო. იგი „კვირასთან“ აცხადებს, რომ თეთრიწყაროს რაიონს კარგად იცნობს და იმედი აქვს, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში კარგ შედეგს დადებს.
არეშიძე კონკურენტებზეც საუბრობს.
“ინიციატივა „პატრიოტთა ალიანსისგან“ წამოვიდა და ამ შეთავაზებას დავთანხმდი, რადგან თეთრიწყაროს რაიონი ჩემთვის უცხო არაა და ეს გამოწვევა მივიღე. წინა არჩევნების დროს საკმაოდ კარგი შედეგი მქონდა, თუმცა ვთვლი, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემოს პირობებში უკეთესი მაჩვენებელი მექნებოდა. კონკურენტები ძალიან საინტერესო ადამიანები მეყოლებიან, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ წიკლაური, სხვა კანდიდატებიც საინტერესოები არიან. წინა არჩევნებიდან გამომდინარე, მაქვს ერთგვარი რევანშის სურვილი“, – განაცხადა „კვირასთან“ არეშიძემ.
ექსპერტს გამარჯვების შანსების პროგნოზირება უჭირს. მას იმედი აქვს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მშვიდ გარემოში მოუწევს, თუმცა არც მოვლენათა სხვა ჭრილში განვითარებას გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები