პოლონეთის ხელისუფლება ქვეყანაში 200 ჩეჩენი მიგრანტის შეშვებას არ აპირებს

პოლონეთის ხელისუფლება ქვეყანაში 200 ჩეჩენი მიგრანტის შეშვებას არ აპირებს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ეს პირები ამჟამად პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე იმყოფებიან.
როგორც პოლონეთის ტელევიზიის ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, ჩეჩნეთში ამჟამად ომი არ არის, ამიტომ ამ პირებს პოლონეთის ხელისუფლება ლტოლვილის სტატუსს ვერ მიანიჭებს.
მინისტრის თქმით, საუბარია ევროპაში მუსულმანების უკანონო მიგრაციის ახალი მარშრუტის შექმნის მცდელობაზე.
„ჩვენ არ ვაპირებთ იმათი გავლენის ქვეშ მოქცევას, ვისაც ახალი მიგრაციული კრიზისი სურს. პოლონეთის საზღვარი ჩაკეტილია. ჩეჩნეთში კი ახლა არანაირი ომი არ არის“, – განაცხადა ბლაშჩაკმა.
ორი დღის წინ პოლონურმა და ბელორუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საზღვარზე, ქალაქ ბრესტის მახლობლად, 200-მდე ჩეჩენი იმყოფება. ისინი პოლონეთში ჩასვლას ცდილობდნენ და ლტოლვილის სტატუსის მიღებას მოითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები