მექსიკაში მამაკაცი კრემაციის შემდეგ სახლში დაბრუნდა

მექსიკაში, დაკრძალვიდან ორ თვეში, მოხუცი მამაკაცი საკუთარ სახლში დაბრუნდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, მამაკაცი, სახელად მიგელი, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო, მოხუცთა თავშესაფრიდან გაიქცა და დაიკარგა.
პოლიციამ ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადა. გარკვეული დროის შემდეგ სამართალდამცველებმა გახრწნილი გვამი აღმოაჩინეს, რომლის ასაკიც დაკარგული მამაკაცის ასაკს ჰგავდა.
მისმა ოჯახმა ცხედარი ამოიცნო და მას კრემაცია ჩაუტარდა. სინამდვილეში კი მიგელი ორი თვის განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა, მათხოვრობდა და ნაშოვნ ფულს ალკოჰოლში ხარჯავდა. შემდეგ პოლიციამ ის იპოვა და სახლში დააბრუნა. მიგელის ოჯახის წევრებმა უდიდესი შოკი გადაიტანეს. ახლა მათ მამაკაცი ქაღალდზე უნდა „გააცოცხლონ“, ვინაიდან ის ოფიციალურად გარდაცვლილად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები