ილჰამ ალიევმა გიორგი კვირიკაშვილს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
პრემიერ-მინსიტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები