იტალიაში ვენდეტის მსხვერპლი სამი წლის ბიჭი გახდა
იტალიაში მაფიოზების ჯგუფებს შორის გარჩევების მსხვერპლი სამი წლის ბავშვი გახდა, – ამის შესახებ “Agence France-Presse”-ი იუწყება. ბავშვის ცხედარი, სხვა ორი ადამიანის ცხედართან ერთად, ქალაქ კასანო-ალო-იონიოში კალაბრიაში იპოვეს. როგორც გაირკვა, სამივე მათგანი მოკლეს და შემდეგ მათი ცხედრები დაწვეს.
ერთ-ერთის ცხედარი მანქანის საბარგულში აღმოაჩინეს. ეს იყო ბავშვის ბაბუა სალვატორე იანიჩელი, რომელიც შიდა პატიმრობაში იმყოფებოდა. მას ბრალად ედებოდა ნარკოვაჭრობაში მონაწილეობა. ამის გარდა, 2012 წელს მას ბრალი დაედო გატაცებასა და გაუპატიურებაში. მკვდარი ბიჭი ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა. დედამისი ამჟამად იტალიის ციხეში ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის სასჯელს იხდის, ბავშვის მამაც იგივე მოტივით ციხეში იმყოფება.
რეგიონი კალაბრია იტალიის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და მაფიოზების ჯგუფი „ნდრანგეტა“ აკონტროლებს. ეს ორგანიზაცია ევროპაში და ლათინურ ამერიკაში კოკაინის დიდ ნაწილს აკონტროლებს.