ჩრდილოეთ კორეაში ხელისუფლების ორი მაღალჩინოსანი დახვრიტეს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ბრძანებით, ხელისუფლების ორი მაღალჩინოსანი სიკვდილით დასაჯეს. ისინი საზენიტო ქვემეხიდან დახვრიტეს. კერძოდ, სიკვდილით დაისაჯნენ სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ხვან მინი და განათლების სამინისტროს წარმომადგენელი რი ენ ჩჟინი.
მათი დახვრეტა საქვეყნოდ სამხედრო აკადემიის ეზოში გაიმართა. ხვან მინი სიკვდილით იმის გამო დასაჯეს, რომ კიმ ჩენ ინი მისი პოლიტიკური შეხედულებებით უკმაყოფილო იყო. რი ენ ჩჟინს კი კიმ ჩენ ინის სიტყვით გამოსვლის დროს ჩაეძინა. ამის შემდეგ ის დააპატიმრეს, კორუფციაში დაადანაშაულეს და დახვრიტეს. ჩრდილოეთ კორეაში ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების დახვრეტა საკმაოდ ხშირად ხდება.