თურქეთის პოლიციამ Turk Telecom-ის 53 თანაშრომელი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობის მომხრეთა წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში კომპანია Turk Telecom-ის 53 თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. გამოცემა Turkish Minute-ის ინფორმაციით, ტელესაკომუნიკაციო კომპანიის 28 თანამშრომელი რამდენიმე დღის წინაც დააკავეს.
„სტამბოლის პროკურატურამ Turk Telecom-ის 89 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მანამდე დაკავებულთა შორის სასამართლომ 11 ადამიანი პატიმრობაში დატოვა, ხოლო 17 გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები