30 აგვისტო

0:30
NEW
საქართველოს ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძესა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხვა წევრებს შეხვდება. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კნუტ ფლეკენშტეინი და კახა კალაძე მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
11:00
NEW
“ირაკლი ალასანია- თავისუფალი დემოკრატების” დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან სამუშია ზაჰესში (ცქიტიშვილის მეორე შემოსახვევი, ხიდთან, ყოფილი გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საპროტესტო აქციას გამართავს. საკონტაქტო პირი: ინგა სამხარაძე 593 32 99 91
11:30
“პირველის პრესკლუბში” უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე საკითხები და საარჩევნო გარემო. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
“პირველის პრესკლუბში” “ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო გეგმები, გარემო და მერიის ირგვლივ განვითარებული პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
NEW
სასტუმრო „ამბასადორში“ სახალხო დამცველი არჩევნებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს შეხვდება და საარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგის შესახებ ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს.

12:00
NEW
სასტუმრო „ამბასადორში“ სახალხო დამცველი არჩევნებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს შეხვდება და საარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგის შესახებ ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს.
12:30
NEW
საქართველოს ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინი საქართველოს პარლამენტში, გიორგი ვოლსკის, ზვიად კვაჭანტირაძესა და გია ჟორჟოლიანს შეხვდება.
13:00
NEW
ძალოსნობის ფედერაციის მხარდამჭერი კომპანია რომპეტროლი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ოქროს და ბრინჯაოს მფლობელ ქართველ სპორტსმენებს, გამარჯვებას მიულოცავს. საგანგებო პრესკონფერენცია თბილისი მერიოტში გაიმართება.
14:00
NEW
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ადგილობრივ ბიზნეს-სექტორს შეხვდება და მათ პრობლემებს მოისმენს. მისამართი: ქ.ყვარელი, კუდიგორის ქუჩა 1ა. სასტუმრო “შატო ყვარელი”. საკონტაქტო პირი: სოფიო მაქაცარია 591650500.
17:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის (Global Forum) სამდივნოს უფროსი მონიკა ბხატია და შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. მისამართი: ქ.თბილისი, გორგასლის ქ. 16, VI სართული

17:00
NEW
საქართველოს ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინი „ქართული ოცნების“ გლდანის საარჩევნო შტაბს ეწვევა.
18:30
NEW
საქართველოს ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინი ნაძალადების შტაბს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები