ნორვეგიაში მეხის დაცემის შედეგად 323 ირემი დაიღუპა

ნორვეგიაში, ჰარდანგერვიდის ნაციონალურ პარკში მეხის დაცემის შედეგად 323 ირემი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ნორვეგიის გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ რეგიონს ძლიერი ჭექა-ქუხილი ორი დღის წინ დაატყდა თავს. სპეციალისტებს მაიჩნიათ, რომ ჭექა-ქუხილის დროს ცხოველები შიშის გამო ერთად შეგროვდნენ. ამჟამად ადგილზე პარკის თანამშრომლები მუშაობენ. ისინი დაღუპულ ცხოველებს აგროვებენ, რომლებიც შემდეგ ვეტერინარიის ინსტიტუტს ექსპერტიზისთვის გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები