მარკ ცუკერბერგი რომის პაპს შეხვდა

რომის პაპმა ფრანცისკემ სოციალური ქსელის, ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს რომის კათოლიკური ეკლესიის პრესსამსახურის უფროსმა გრეგ ბერკმა აცნობა, რაზეც გამოცემა Messaggero იუწყება.
მისი თქმით, საუბარი შეეხო საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობას სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„საუბარი იყო მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენებისადმი იმედის გზავნილის მიტანის აუცილებლობაზე“, – განაცხადა რომის პაპის პრესსამსახურის უფროსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები