ერაყში ხანძარმა დევნილების 70-მდე კარავი გაანადგურა (ფოტოკოლაჟი)

დევნილთა 70-მდე კარავი გაანადგურა ხანძარმა ერაყში. დევნილთა დასახლებას ხანძარი ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ კირკუკის მახლობლად გაუჩნდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, კარვები უახლოეს მომავალში აღდგება.
ცნობისთვის, ერაყში სამთავრობო ძალებსა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად საკუთარი საცხოვრებელი 3,4 მილიონმა ადამიანმა დატოვა.
14194333_10206687758464232_2029060908_n 14193793_10206687758184225_1836839915_n 14172013_10206687758384230_48002922_n 14171998_10206687758144224_1768269091_n 14137816_10206687758344229_791879743_n 14169616_10206687758424231_639973678_n 14138376_10206687758304228_994931448_n 14159237_10206687758104223_2140877851_n 14169592_10206687758224226_1484346563_n 14182100_10206687758264227_1018182510_n 14159055_10206687757984220_1147541998_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები